პროექტი: ,,სულხან-საბას იგავები - საყმაწვილო ანიმაცია"
თანამშრომლობა: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
პროექტის მიზანი: წიგნის ილუსტრირების ხელოვნების შესწავლა, მხატვრული გარდასახვისა და შემოქმედებითი ფანტაზიის საფუძველზე სახელოვნებო უნარების განვითარება.
მოსწავლეთა ჩართულობა და ასაკი: 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მე-5 დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჯამში 120 მოსწავლე.
პროექტის ფარგლებში გაიმართა:
მე-18 საუკუნის საქართველოს კულტურული ქრონიკის პრეზენტაცია; სულხან-საბას იგავების გახმოვანებული ანიმაცია; თეატრალური ინსცენირება; ხელნაწერი წიგნების პრეზენტაცია; მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
დასურათდა და გახმოვანდა სულხან-საბას 70 იგავ-არაკი.
დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
აკადებიის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ანა კლდიაშვილი.
ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ეკა ხუციშვილი.
47-ე სკოლის დირექტორი - ირმა ხუციშვილი.
ასევე აკადემიის ლექტორები, სტუდენტები და თანამშრომლები.
No comments:
Post a Comment