მოზაიკის ხელოვნება
თეორიული და პრაქტიკული
მეცადინეობა
მოზაიკის
ხელოვნება ერთ - ერთი საინტერესო და პოპულარული დარგია. მოზაიკის ხელოვნების შესწავლა
ესგ - ით გატალისწინებულია სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების სასწავლო პროგრამით სხვადასხვა კლასში.
წარმოდგენილი
თემა შეიცავს თეორიულ ნაწილს (თემატიკის შინაარსი (მოცულობა) შეიძლება შეიცვალოს მოსწავლეთა
ასაკის მიხედვით), ხოლო პრაქტიკული მეცადინეობის ინსტრუქცია ყველა ასაკის მოსწავლისთვის
გასგაები და დასაძლევია.
შეიძლება
შეიცვალოს კონტურული ნახატის სირთულე მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
მოზაიკის ხელოვნება
მოზაიკური
გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის,
ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“,
როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და „არაპირდაპირი“, როცა
მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთებზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ
ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები
ანიჭებენ მას განსაკუთრებულობას.
მოზაიკის
ხელოვნება 4 000, წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს თიხის ნახატებით
გამოსახავდნენ ფონზე. ძვ. წ. III ათასწლეულში). ძვ. წ. IV საუკუნეებში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს
და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების, ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა
დაიწყეს.
ძვ.
წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს. პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ,
სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის ბევრი
ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად, პომპეის მოზაიკები ბერძენ ხელოვანთა ოსტატობას
გვიჩვენებს. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი
ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნახათები,
რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს. იატაკის მოზაიკის დეტალებს მარმარილოს ან სხვა
ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს
ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი
ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.
რომის
იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ
ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა. თუ რომაული მოზაიკის ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ,
დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ
დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი ტემატიკა იყო სცენები ღმერთებსა და ადამიანების
ცხოვრებიდან, აგრეთვე, გეომეტრიული ფიგურები.
რომაელები
მოზაიკას იატაკის გასაფორმებლად იყენებდნენ, ბიზანტიელები - კედლებისა და ჭერის. სმალტში
სხნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას
პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად
ბრწყინავდა. ბიზანტიურ ნამუშევრებაში, რომაული გამოსახულებები ტიპიურ ქრისტიანულ თემებს
შეერწყა, თუმცა ზოგიერთი ნიმუში იმპერატორებსა და მათ მეუღლეებს ასახავდა. მოზაიკის
საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციასა და სტამბოლში.
VIII საუკუნეში დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე
მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ
ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული
მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის გამოსახულებები, ძირითადად, გეომეტრიული
ან მათემატიკურია. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალაბრას სასახლეში.
არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული დეკორატიული სტილი ზილიჟი - ფორმები კერამიკისგან
ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.
ევროპის
მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა.
თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება
სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის
სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.); სამრეკლოს იატაკზე დეტალბისგან შესრულებულია ადამისა
და ევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია
მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ
ამზადებენ და კენჭებს პირდაპირს სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს
სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ
განვუთარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა
ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილ, ე.წ. ფლორენციული მინით.
XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი
გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმისტერის
კათედრალისა და პარიზში საკრე - კეორის ტაძრის გაფორმება. ბრიტანეთში, ვიქტორიანულ
ეპოქაში მოზაიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის
გაუმჯობესებამ და კერძოდ თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ, გაზარდა
მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორნებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში გოთიკური სტილის
აღოძინებამ კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი. მოზაიკის განვითარებაზე
დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის
ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული
ეპოქის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მოზაიკას
ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ - ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკინის პირველ ნახევარში, ბარსელონაში,
გუელის პარკში ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა თელი ბაღი მორთეს ულამაზესი მოზაიკით.
მოზაიკის მა ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის
მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს
დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.
თანამედროვე მოზაიკა
მოზაიკა
დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მას ხელობად უფრო
მიიჩნევს, ვიდრე ხელოვნებად/ მოზაიკას ხშირად ორმაგი ფუნქცია აქვს, რადგან შემოქმედების
ადვილად მისაწვდომ, არაელიტურ ფორმად ითვლება და ამასთანავე, ფუფუნების სიმბოლოც არის.
მიუხედავად ამისა, ეს დარგი მდიდრდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორგანიზაციები - თანამედროვე მოზაიკის ბრიტანული
ასოციაცია და ამერიკელ მოზაიკის ხელოვანთა საზოგადოება - სულ უფრო ანვითარებენ დარგის
ხელოვნებას. დღეს მოზაიკაში გამოიყენება კერამიკა, ნიჟარა, მინანქარი, სადაფი და სხვა
მასალები.
მოზაიკას,
თითქოს, არაფერი აკავშირებს მხატვრობასთან. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს დარგი ხშირად
გამოიყენებოდა ფერწერის ალტერნატივადაც. მოგვიანებით, პუანტილისტებმა (ჟორჟ პიერ სიურა
(1895-1891) ფუნჯის ჩვეულებრივი მონასმი წერტილოვანი მონასმებით შეცვალეს ( point - წერტილი ). პუანტილისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის
გვერდით დასმული სხვადასხვა ფერის წერტილები შორიდან სხვა ფერს წარმოქმნიდა და მოზაიკის
ეფექტს ქმნიდა. ასევე არსანიშნავია გუსტავ კლიმტის ფერწერული ტილოები და მარკ შაგალის
ნამუშევრები.
ქართული მოზაიკა
ძალისის მოზაიკა
მუხრანის
ველზე მდ. ნარეკვავის მარცხენა ნაპირას, სოფელ ძალისის მიდამოებში მიკვლეული იქნა ნაქალაქარი.
აქ შემორჩენილია აბანო, რომელიც სასახლის კომპლექსში შედიოდა. რომაული ტიპის აბანო
სამი განყოფილებიგან შედგებოდა: ცივი, თბილი და ცხელი წყლის აბაზანებით. თბილი და ცივი
აბაზანების, ასევე გასახდელის იატაკები დაფარულია მოზაიკით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მოზაიკური იატაკი „დიონისეს სახლში“, აბანო აგებული უნდა იყოს ახ. წ. III საუკუნის დასაწყისში.
აბანოს
ცივ განყოფილებაში შემორჩენილია მოზაიკის ფრაგმენტები ზღვის ფაუნის თემაზე ( ზღვის
ნიჟარა და დელფინი), თბილ განყოფილებაში მცირე ფრაგმენტებია მცენარეული ორნამენტების,
ფარშევანგის გამოსახულება და ორსტრიქონიანი წარწერა.
„დიონისეს
სახლი“ მართკურთხა დარბაზია ( ზომით 8,1 X 6 მ), რომელიც აღმოსავლეთით კარით
უკავშირდება აბანოს გასახდელს. დარბაზის ცენტრში გამოყოფილია დიდი კვადრატული პანო,
რომელსაც სამი მხრიდან მიუყვება განიერი, გეომეტრიული და მცენარეული მოტივების ორნამენტით შემკული ბორდიური, მეოთხე, შესასვლელის
მხრიდან კი გამოსახულია ვაზის ლერწმებით შედგილი ვოლუტების ფრიზი, გამობმული მტევნებისა
და ბროწეულის ნაყოფით.
ცენტრალურ
არეში ვაზის ტალავერის ქვეშ სხედან დიონისე და მისი მეუღლე არიადნე. მათ ვინაობას გვამცნობს
ბერძნული წარწერა. დიონისეს და არიადნეს ძალაუფლების ნიშანი ტირსი უპყრია. დიონისეს
მარცხნივ დგას პანი სალამურით ხელში, ხოლო არიადნეს გვერდით საკრავიანი ძალზე დაზიანებული
ფიგურა. ჯვრის ზედა მკლავზე გამოსახულია ორი გრძელსამოსიანი ქალი, მარცხენას ქნარი
უწირავს, მეორეს კი ფლეიტა. საფიქრებელია, რომ აქ მუზებია გამოსახული. მათ შორის წარწერაა
- „ მოხსენებულ იქნეს პრისკე, რომელმაც ეს გააკეთა“. დიონისეს და არიადნეს ფიგურების
ქვევით მოზაიკა განადგურებულა. ჩანს მხოლოდ ცხოველის, ალბათ ავაზის ნაკთი. ოთხ ნაპირა
კვადრატში გამოსახული ფიგურები წელიწადის დროთა აღმნიშვნელი პერონიფიკაციებია - ფრთოსანი
ჭაბუკი ხილით სავსე კალათით, შემოდგომაა. ქალი ლანგრით, რომელზეც დევს გირჩი - ზამთრის
ალეგორიაა. ყრმა თავთავებიანი თაიგულით ზაფხულს გამოხატავდა, ხოლო მეოთხე, მცენარეული
ყლორტებით - გაზაფხული უნდა იყოს.
ძალისის
მოზაიკა ხაზოვანი ნახატია. სახეები მეტყველია და თითქოს ინდივიდუალურიც. მოზაიკა გემოვნებითაა
შესრულებული და მისი ოსტატის პროფესიონალიზმზე მეტყველებს, იგი მიეკუთვნება რომის იმპერიის
აღმოსავლეთის არეალს, კერძოდ ანტიოქიის სკოლას.
ძალისის
მოზაიკა ადასტურებს დიონისეს კულტის პოპულარობას საქართველოში, სადაც განვითარებულია
მევენახეობა და მეღვინეობა.
შუხუთის მოზაიკა
გურიის
სოფელ შუხუთში აღმოცენილია აბანოს მოზაიკური იატაკი. აბანო რომაული ტიპისაა. მოზაიკა
ამშვენებდა აპოდიტერიუმს (გასახდელს), რომლის მცირე ზომები მიგვანიშნებს, რომ აბანო
კერძო პირს ეკუთვნოდა. მოზაიკისათვის გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და კერამიკა. იატაკი
მთლიანად დაფარულია გეომეტრიული ორნამენტით ჩარჩოს გარეშე. დეკორი წარმოადგენს კვადრატებისა
და რვარომბა ვარსკვლავების გეომეტრიულ ნახატს.
შუხუთის მოზაიკა დათარიღებულია IV ს - ის მეორე ნახევრით.
ბიჭვინთის
მოზაიკა
ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია ბიჭვინთის
ტაძრის მოზაიკური იატაკი. იატაკი აღმოჩენილია სამნავიან ბაზილიკაშვი. როგორც გაირკვა
მოზაიკა არ ეკუთვნოდა ამ ტაძარს, არამედ უფრო ძველს, რომელზედაც აგებული იყო ტაძარი.
შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით იატაკი დაყოფილი ყოფილა სხვადასხვა ზომის სექტორებად,
რომელთაც ჰქონდა საკუთარი ჩარჩო. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეციის ფორმის ამაღლებულ
ბაქანზე გამოსახულია ქრისტე პანტოკრატორის მონოგრამით. კუთხეებში მას ერთვის ბერძნული
ანბანის პირველი და ბოლო ასოები - ალფა და ომეგა, რაც შეეტყვისება ცნობილ ფრაზას:
„მე ვარ ალფა და ომეგა იტყვის უფალი“. პანოს
კუთხეში გამოსახულია ხოხბები ბროწეულის ტოტზე. ფრინველები მორწმუნეთა სულის აღმნიშვნელია,
ხოლო ბროწეულის ნაყოფი, ქრისტიანულ რელიგიაში ზიარების პურის მცნების გამოსახულებაა.
მოზაიკის კომპოზიციაში ჩართულია მტრედები, ბროწეულის
ყვავილები და ნაყოფი, ძროხის და ხბოს გამოსახულება, შადრევანი ირმებით (სიცოცხლის შადრევანი).
შადრევანის ორივე მხარეს გამოსახულია წყლისკენ მიმართული ირმები და ფრინველები. მოზაიკის
სექტორებში გამოსახულია ასევე თევზები, ბატკანი, ხალიჩისებური ორნამენტი, თოკისებური
წნული. ამ კოპოზიციებში მკვლევარნი ხედავენ ღვთის სამწყსოს - სამოთხეს, რაც გაამართლებდა
აქ ფრინველებს, თევზებს, მცენარეების არსებობას.
ბიჭვინთის მოზაიკაში ვხვდებით მეორე „სიცოცხლის შადრევანს“
- ელისნისტური კანფარის მსგავსი ლარნაკის სახით. ლარნაკს აქვს მაღალი. ქვემოთ გაფართოვებული
ფეხი, რომელზეც მოთავსებულია წყლით სავსე ემბაზი. აქედან აღმართულია წითელი ფერის ღერო
დაგვიანებული ფიჭვის გირჩად. შადრევნიდან უხვად გადმოდის წყალი, რომელსაც ეწაფებიან
მტრედები და ფარშევანგები. მოზაიკის ფერადოვანი გამა მდიდარია. მთლიანად ნახატი ოსტატურია,
თავისუფალი და დაკავშირებულია ძველ ელინისტურ ტრადიციებთან. ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებული
უნდა იყოს VI ს
- ის დასაწყისში გამოცდილი და ნიჭიერი ოსტატების მიერ.
წრომის
მოზაიკა
უძველესი კედლის მოზაიკა VII საუკუნისაა და ამკობდა წრომის
ტაძრის საკურთხევლის კონქს. აქ იყო წარმოდგენილი მაცხოვარი ძოწეულის სამოსელში, მისი
მარჯვენა ხელი კურთხევის ნიშნად ზევითაა აპყრობილი, ხოლო მარცხენაში გრაგნილია ძველი
ქართული დამწერლობით. მაცხოვარი დგას კვარცხლბეკზე, ორივე მხრიდან აქეთ მიისწრაფიან
მოციქულები თეთრ სამოსელში. კომპოზიცია იყო მოჩარჩოებული მცენარეული ორნამენტის ფართო
ბორდიურით. მოციქულთა ცოცხალი, სწრაფი მოძრაობა მიგვითითებს წრომის მოზაიკის კავშირზე
ძველი ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებთან.
გელათის
მოზაიკა
XII ს - ში დავით აღმაშენებლის მიერ
შექმნილია გელათის დიდებული მონასტერი. ტაძრის საკურთხევლის კონქსში მოთავსებულია განთქმული
მოზაიკური კომპოზიცია. ოქროსფერ ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მის ორივე მხარეს
მთავარანგელოზებია - მიქაელი და გაბრიელი ძვირფას სამოსელში. მათ ფრთები ფართოდ გაუშლიათ
და ხელში სფეროები და ლაბარუმებები უჭირავთ. მოზაიკის მასალად გამოყენებულია ძალზედ
მცირე ზომის სმალტის და ადგილობრივი ქვის კუბურები. ნახატის კეთილშობილება, ნაკთების
მოხდენილი, თავისუფალი მოძრაობა, სახეების დახვეწილი ინდივიდუალობა, მდიდარი კოლორიტის
სინატიფე, რბილი აკავრელური გადასვლები აყენებს გელათის მოზაიკას ამ პერიოდის საუკეთესო
ქმნილებათა რიგში, მოზაიკა თავისი მხატვრული პრინციპებით მიეკუთვნება ბიზანტიურ ხელოვნებას.
მკვლევართა აზრით, გელათის მოზაიკის შემქმნელი იყო ბიზანტიაში განსწავლული ქართველი
ოსტატი.
მოზაიკის
შექმნა
ინსტრუქცია
პრაქტიკული დავალებისათვის
1.
მასწავლებელი
ამზადებს პატარა დაფებს ( მუყაოს ქარალდი ) მოსწავლეებისთვის.
2.
მასწავლებელი
ამზადებს ფერად მძივებს და ჩხირებს და კონტურულ ნახატს. ნახატის ზომა და დაფის ზომა
ერთნაირია.
3.
პედაგოგი
დაურიგებს ბავშვებს აღნიშნულ რესურს. მიუთითებს, რომ დაადონ დაფას ნახატი და გადაიტანოთ
გამოსახულების კონტური წერტილოვანი ჩხვლეტით.
4.
მოხსნან
ფურცელი.
5.
დაფა
შეავსონ მძივებით გადატანილ, წერტილოვან, ჩხვლეტით მიღებული კონტურის მიხედვით.
6.
ფერების
კომბინაცია თავისუფალია.
7.
საკლასო
გამოფენის მოწყობა.
No comments:
Post a Comment